კატარში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლების საკითხზე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ამ ეტაპზე რაიმე პროგრესი არ არის მიღწეული

16:21, 27.02.2024

კატარში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის, ასევე მძევლების გათავისუფლების თაობაზე რაიმე პროგრესი არ არის.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის თქმით, კატარი ყველაფერს აკეთებს, რათა ისრაელი და „ჰამასი“ პარიზში მიღწეული „შეთანხმების მონახაზს“ დათანხმდნენ.

მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, კატარი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომ იმედოვნებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მომავალ კვირაში მოხდება, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

მსგავსი