მედიის ცნობით, ქაბულში სასტუმროზე თავდასხმაში მონაწილე ორი პირი მოკლულია
ავღანელმა სამართალდამცველებმა ქაბულში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ორი პირის ლიკვიდაცია მოახდინეს – იუწყება TOLOnews.
ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი სასტუმროს მერვე სართულზე იმყოფება.
მედიის ცნობით, თავდამსხმელების მიერ მძევლად აყვანილთაგან 30 ადამიანი გათავისუფლებულია.
სასტუმროზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც.