მედიის ცნობით, ქაბულში სასტუმროზე თავდასხმაში მონაწილე ორი პირი მოკლულია
მედიის ცნობით, ქაბულში სასტუმროზე თავდასხმაში მონაწილე ორი პირი მოკლულია

ავღანელმა სამართალდამცველებმა ქაბულში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ორი პირის ლიკვიდაცია მოახდინეს – იუწყება TOLOnews.

ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი სასტუმროს მერვე სართულზე იმყოფება.

მედიის ცნობით, თავდამსხმელების მიერ მძევლად აყვანილთაგან 30 ადამიანი გათავისუფლებულია.

სასტუმროზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც.