მედიის ცნობით, კოსოვოში მცხოვრები სერბები ბარიკადების აღებას დათანხმდნენ
კოსოვოში მცხოვრები სერბები ბარიკადების აღებას დათანხმდნენ. მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა, რომელიც კოსოვოელ სერბებს სერბეთის ქალაქ რასკაში შეხვდა, განაცხადა, რომ ბარიკადების აღება ხანგრძლივი პროცესია და გარკვეული დრო დასჭირდება.
ვუჩიჩის თქმით, აშშ და ევროკავშირი, რომლებიც შუამავლობენ მოლაპარაკებებს ბელგრადსა და პრიშტინას შორის, გარანტიას იძლევიან, რომ არცერთი სერბის მიმართ, ვინც ბარიკადები ააგო, არ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა.
კოსოვოელ სერბებს ავტომაგისტრალები 19 დღეა, ბლოკირებული აქვთ. კოსოვოელი სერბები მათი განსახლების ზონებიდან კოსოვოს პოლიციის გასვლას და თავიანთი უფლებების დაცვას მოითხოვენ.