ალექსანდრ ვუჩიჩი - დასავლეთის მიზანი სერბეთის ხელისუფლებაში მარიონეტული რეჟიმის მოყვანაა, რომელიც მარტივი სამართავი იქნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი სერბეთი ევროპაში პოპულარული არ არის
ალექსანდრ ვუჩიჩი - დასავლეთის მიზანი სერბეთის ხელისუფლებაში მარიონეტული რეჟიმის მოყვანაა, რომელიც მარტივი სამართავი იქნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი სერბეთი ევროპაში პოპულარული არ არის

დასავლეთის მიზანი სერბეთის ხელისუფლებაში მარიონეტული რეჟიმის მოყვანაა, რომელიც მარტივი სამართავი იქნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი სერბეთი ევროპაში პოპულარული არ არის, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი სერბეთისგან ელოდება კოსოვოს აღიარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ზეწოლა იზრდება სერბეთზე, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციას და დაიკავოს ჩინეთის საწინააღმდეგო პოზიცია.

„სწორედ ამიტომ იზრდება ზეწოლა სერბეთზე ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სააგენტოების, მედიის საშუალებით, რაც მიზნად ისახავს ხელმძღვანელობის კრიმინალიზაციას, სერბეთის დეჰუმანიზაციას და დემონიზაციას“, – აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა.