ალბინ კურტი – კოსოვოში მომხდარი თავდასხმა იყო კოსოვოს ჩრდილოეთის ანექსიის უფრო ფართო გეგმის ნაწილი
კოსოვოში მომხდარი თავდასხმა იყო კოსოვოს ჩრდილოეთის ანექსიის უფრო ფართო გეგმის ნაწილი, – ამის შესახებ ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ალბინ კურტიმ განაცხადა.
„ჩამორთმეული დოკუმენტაციის საფუძველზე, კოსოვოს პოლიციამ დაადასტურა, რომ ტერორისტული თავდასხმა იყო კოსოვოს ჩრდილოეთის ანექსიის უფრო ფართო გეგმის ნაწილი 37 განსხვავებულ პოზიციაზე კოორდინირებული თავდასხმის გზით. მოჰყვებოდა დერეფნის შექმნა სერბეთთან, რათა მომხდარიყო შეიარაღებისა და ჯარების მიწოდება“, – განაცხადა ალბინ კურტიმ.
გასული კვირის ბოლოს კოსოვოს ხელმძღვანელობამ გამყოფ ხაზთან მდებარე რამდენიმე ათეულ ბაზაზე სერბეთის სამხედრო და ჟანდარმერიის გადაადგილების შესახებ განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოაცხადა მნიშვნელოვანი სერბული ძალების გადაადგილება ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს საზღვართან. მოვლენებთან დაკავშირებით მოკავშირეებმა დაიწყეს ნატო-ს სამშვიდობო მისიის KFOR-ის გაძლიერება.
იმავდროულად, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უარყოფს ძალების მობილიზებას კოსოვოს მახლობლად და საუბრობს „ტყუილის კამპანიაზე“. კოსოვოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სერბეთის ქცევა კოსოვოს მიმართ ჰგავს რუსეთის ქცევას უკრაინის მიმართ ქვეყანაში შეჭრამდე.
Based on confiscated documentation, @Kosovo_Police have confirmed that the terrorist attack was part of a larger plan to annex the north of Kosova via a coordinated attack on 37 distinct positions. Establishing a corridor to Serbia would follow, to enable supply of arms & troops.
— Albin Kurti (@albinkurti) October 2, 2023