მედიის ცნობით, ცენტრალურ ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, ცენტრალურ ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა

ცენტრალურ ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ალ-აქსას საავადმყოფოს სპიკერმა მიაწოდა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ მათი ჯარები ახლა ღაზის სამხრეთ ნაწილში, „ხან იუნისის გულში“ არიან.

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის მეთაურმა, იარონ ფინკელმანმა აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე ინტენსიური დღეა სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან, მოკლული ტერორისტების, ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობისა და სახმელეთო თუ საჰაერო ძალების გამოყენების თვალსაზრისით.