ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისში მცხოვრებ პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, ათასობით ადამიანმა ტერიტორიის დატოვება უკვე დაიწყო

10:14, 02.07.2024

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში მცხოვრებ პალესტინელებს ევაკუაციისა და ჰუმანიტარულ ზონებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

თავდაცვის ძალების გაფრთხილების შემდეგ ათასობით ადამიანმა ტერიტორიის დატოვება უკვე დაიწყო.

როგორც „გარდიანი“ წერს, ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი არის ისრაელის მიერ შესაძლო ახალი სახმელეთო შეტევა ხან იუნისზე მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიიდან „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვა.

მსგავსი