დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენი ცუდი პალესტინელია

08:35, 28.06.2024

ბაიდენი ამბობს, რომ ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს „ჰამასია“. სინამდვილეში კი ეს ისრაელია. უნდა მისცეთ ამის გაგრძელებისა და სამუშაოს დასრულების საშუალება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების ტელედებატებისას განაცხადა.

„ჯო ბაიდენს კი ამის გაკეთება არ სურს. ის პალესტინელს დაემსგავსა, მაგრამ ის არ უყვართ, რადგან ცუდი პალესტინელია. ის სუსტია“, – აღნიშნა ტრამპმა.

წამყვანის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, ტრამპის ამბობს: „ვნახოთ“.

მსგავსი