ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი უახლოვდება „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების განადგურების მიზანს

23:34, 01.07.2024

ისრაელი უახლოვდება „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების განადგურების მიზანს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ახლა ღაზაში ნაკლებად ინტენსიური ოპერაცია გაგრძელდება.

„ჩვენ ვუახლოვდებით „ჰამასის“ ტერორისტული არმიის ლიკვიდაციის ფაზის დასრულებას და დარტყმები მის დარჩენილ ნაწილებზე გაგრძელდება“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი