მძაფრსიუჟეტიან ფილმ „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს გაიმართება.
ფილმის გადაღებები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარეობდა. ფილმში მოქმედება დედამიწის გარშემო, ლონდონიდან ტოკიომდე, ცენტრალური ამერიკიდან ედინბურგამდე და აზერბაიჯანის საიდუმლო ბუნკერიდან თბილისის სავსე ქუჩებამდე მიმდინარეობს.
საქართველოში „ფორსაჟის-9“-ის ეპიზოდების გადაღებები 2019 წელს 19 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე გაგრძელდა. გადაღებები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე ქალაქ რუსთავში მიმდინარეობდა. გადაღებები პროექტის, „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
ფილმის ბიუჯეტმა 200 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.