ვაჟა სირაძე - კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში წარიმართება
ვაჟა სირაძე - კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში წარიმართება

კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში წარიმართება, – ამის შესახებ „გალერია თბილისში“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე დღეა, კინოთეატრებთან პოლიციელები საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

„დღესაც ადგილზე მობილიზებულია პოლიციური ძალები. ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგთა და გამნაღმველთა სამსახურები, რომლებმაც პრევენციის მიზნით, კინოდარბაზები შეამოწმეს. შესაბამისად, კინოსეანსები წარიმართება მშვიდ ვითარებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

თბილისში, კინოთეატრებთან, სადაც ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა დაიწყოს, პოლიციაა მობილიზებული.

 

დატოვე კომენტარი