პანტიანი-მანგლისის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
პანტიანი-მანგლისის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ფილმ „ფორსაჟის“ (Fast & Furious) მეცხრე სერიის გადაღების ფარგლებში საჭიროა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ4-კმ7 მონაკვეთის დროებითი ჩაკეტვა, 2019 წლის 7 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

„აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.