საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფილმ „ფორსაჟის“ (Fast & Furious) მეცხრე სერიის გადაღების ფარგლებში საჭიროა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ4-კმ7 მონაკვეთის დროებითი ჩაკეტვა, 2019 წლის 7 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
„აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.