ვიდეოკადრები - რუსთაველის გამზირზე „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე ფილმ Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) გადაღებები მიმდინარეობს.

​პირველი სექტემბრის ჩათვლით, ჰოლივუდის ფილმის „ფორსაჟი 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობა აიკრძალა თავისუფლების მოედნიდან ყოფილი ფოსტის შენობამდე. აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

„ფორსაჟი 9“-ის გადამღებმა ჯგუფმა იქამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე იმუშავა.