მცხეთაში საერთაშორისო სემინარი „ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება-ევროპული პერსპექტივები“ გაიმართა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მეორე საერთაშორისო სემინარი – „ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება-ევროპული პერსპექტივები“ – გაიმართა.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ესტონელმა კოლეგებმა საკუთარი გამოცდილება და სამომავლო სტრატეგიული ხედვები გაუზიარეს.
ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონის პირველ პირებთან ერთად, შეხვედრას მეწარემეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოახდინონ ცვლილებების ინიცირება დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საკუთარ თავზე აიღონ დემოკრატიზაციის პროცესის მართვა და არ დაელოდონ ცენტრალური მთავრობის მითითებებს.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის. შეთანხმებას ხელს მოაწერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიოგრი კაპანაძემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის დირექტორმა, გერც ანტუმ.
ესტონელ მოდერატორებთან და ექსპერტებთან ერთად, შეხვედრას დასწრნენ ესტონეთისა და ნორვეგიის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში.
„ეს არის ამ პროექტის ფარგლებში პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ საქართველოს და ვუზიარებთ ესტონეთის 30-წლიან გამოცდილებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით. არამხოლოდ საქართველოში არამედ სომხეთსა და უკრაინაში მოხდება მერების, ყოფილი მერებისა და ექსპერტების მოწვევა და გამოცდილების გაზიარება. შემდგომ მოხდება ამ გამოცდილების რეალობაში გადმოტანა საქართველოს, სომხეთსა და უკრაინაში“, – განაცხადა ესტონური ცენტრის დირექტორმა, გერც ანტუმ.
ნორვეგიის ელჩის გნცხადებით, ესტონეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება.
„ნორვეგიული მხარე ჩართული ვართ ამ პროექტში. ეს არის სამმხრივი თანამშრომლობა, ესტონეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის და იგი ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას და ზოგადად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ჰელენ სანდ ანდერსენმა.