მცხეთაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მცხეთაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მცხეთაში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვებგვერდზე ავრცელებს.

ძეგლის შესახებ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მცხეთის გარეუბან კოდმანში მდებარე ეკლესია დარბაზულია და ნაგებია ნატეხი ქვით, გადახურულია კრამიტით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სარკმელია დატანილი. შესასვლელში ჩადგმულია რკინის კარი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ეკლესია ახლად რესტავრირებულია: ფასადები ცემენტით არის შელესილი, ლავგარდანი ახლად არის გაკეთებული აგურით, ეკლესია გვიან შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება.