მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში ექვსი წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის მკვიდრი ექვსი წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით მდინარე ცხენისწყალში იპოვეს.
მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარეში გუშინ დაიწყო. ბიჭი და-ძმასთან ერთად ბაბუას ჰყავდა მდინარეზე წაყვანილი. დღის მეორე ნახევარში მოზარდი დაიკარგა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარეზე გუშინვე დაიწყო. სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. სამძებრო სამუშაოები წუხელ გვიან ღამემდე გაგრძელდა და გამთენიისას განახლდა.