მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სოფლის რწმუნებულის დავით ხუხუას თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა.
ოჯახს დროებითი საცხოვრებელი უკვე შესთავაზეს. მერია მათ კანონით გათვალისწინებულ ფულად დახმარებას გაუწევს.
ხანძრის გამოწვევის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ძველმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.