მარტვილში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
მარტვილში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფლის რწმუნებულის დავით ხუხუას თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა.

ოჯახს დროებითი საცხოვრებელი უკვე შესთავაზეს. მერია მათ კანონით გათვალისწინებულ ფულად დახმარებას გაუწევს.

ხანძრის გამოწვევის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ძველმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.