შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ხანძარი ლოკალიზებულია.
სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ საამქროსა და ავეჯის ქარხანაში ხანძარი 14:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე ათზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.