მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ხანძარი ლოკალიზებულია
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ხანძარი ლოკალიზებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ხანძარი ლოკალიზებულია.

სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ საამქროსა და ავეჯის ქარხანაში ხანძარი 14:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე ათზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.