„მართვემ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანგარიშით 0:12 წააგო
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულმა ქუთაისის „მართვემ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ქუთაისელები მესამე ჯგუფში მოხვდნენ – საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ედინბურგი მასპინძლობს, ჩვენი გუნდის მეტოქეები კი პოლონური „გორნიკი“, ბელგიური „ანდერლეხტი“ და შოტლანდიური „გლაზგო სიტი“ არიან.
პირველი ტურის შეხვედრაში ქუთაისის „მართვეს“ მეტოქე „გორნიკი“ იყო – საქართველოს ჩემპიონმა პოლონელებთან ვერაფერი გააწყო და პირველ ტაიმში 0:4-ს აგებდა, ხოლო საბოლოოდ, 0:12 დამარცხდა.
„მართვე“ კიდევ ორ შეხვედრას გამართავს – ქუთაისელთა მეტოქე შოტლანდიური „გლაზგო სიტი“ იქნება, ხოლო 13 აგვისტოს – ბელგიური „ანდერლეხტი“.