ფუტსალი - თსუ-მ ლიდერობა შეინარჩუნა
ფუტსალი - თსუ-მ ლიდერობა შეინარჩუნა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის, მეხუთე ტურის შეხვედრები დასრულდა.

გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, „თელასმა“ ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად მოუგო – 8:2, სოხუმის „დინამომ“ კი ლიგის აუტსაიდერ თბილისთან ქულები დაკარგა – 2:2. დამაჯერებლად გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა „ტატიშვილის კლინიკამ“, რომელმაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 12:0 სძლია.

რაც შეეხება თსუ-ს, გულრიფშის „კოლხს“ შეხვდა და 7:4 დაამარცხა. „კოლხიდან“ ჰეთ-თრიკი ამირან ცხომარიამ შეასრულა, უნივერსიტეტელებისგან კი შაკო კაპანაძემ თავი პოკერით გამოიჩინა, ხოლო გიორგი ჩიმაკაძემ, ასევე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამ მოგებით თსუ სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზეა.

სატურნირო ცხრილშ „თელასი“ 12 ქულით მეორეზე, ხოლო „ტატიშილის კლინიკა“ 10 ქულით – მესამეზეა.

კახა მაისაია, „თელასი“: „შარშანდელთან შედარებით ქუთაისის „მართვე“ ბევრად უფრო კარგი გუნდია და პროგრესირებს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ და ჩემპიონატში მონაწილე სხვა გუნდებსაც, რადგან დონე ყოველ წელს იწევს და გუნდები ვითარდებიან. ვფიქრობ, რომ წელს საჩემპიონო მარათონში ჩავებმებით და ვეცდებით, ტურნირის გამარჯვებულები გავხდეთ“.

ფუტსალის ლიგის მორიგი ტური, 21-22 დეკემბერს, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.