„მართვემ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანგარიშით 0:12 წააგო
„მართვემ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანგარიშით 0:12 წააგო

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულმა ქუთაისის „მართვემ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ქუთაისელები მესამე ჯგუფში მოხვდნენ – საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ედინბურგი მასპინძლობს, ჩვენი გუნდის მეტოქეები კი პოლონური „გორნიკი“, ბელგიური „ანდერლეხტი“ და შოტლანდიური „გლაზგო სიტი“ არიან.

პირველი ტურის შეხვედრაში ქუთაისის „მართვეს“ მეტოქე „გორნიკი“ იყო – საქართველოს ჩემპიონმა პოლონელებთან ვერაფერი გააწყო და პირველ ტაიმში 0:4-ს აგებდა, ხოლო საბოლოოდ, 0:12 დამარცხდა.

„მართვე“ კიდევ ორ შეხვედრას გამართავს – ქუთაისელთა მეტოქე შოტლანდიური „გლაზგო სიტი“ იქნება, ხოლო 13 აგვისტოს – ბელგიური „ანდერლეხტი“.