ფეხბურთელი გოგონა მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა
ფეხბურთელი გოგონა მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა

სამწუხარო ამბავია – ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ 19 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე მძიმე დაავადებას დიდი ხანი ებრძოდა, მაგრამ მისი დამარცხება ვერ მოახერხა.

ნინო გურგენიძეს მძიმე სენი 2019 წელს აღმოაჩნდა და მას შემდეგ საფეხბურთო სამყარო მის დახმარებას ცდილობდა.

ცნობილი ფაქტია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა ჯანო ანანიძეს, რომელიც გვერდში დაუდგა, მაგრამ ეს დახმარება და თავად გოგონას მცდელობა უშედეგო გამოდგა. ამ ნიჭიერმა, წარმატებულმა და ლამაზმა ახალგაზრდამ სენი ვერ დაამარცხა.