მარნეულში დილიდან ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ. გადაკეტილია ცენტრალური ქუჩა, სადაც მისულ სტუმრებს ფეხით გასეირნების საშუალება აქვთ. გამოფენილია ქვემო ქართლის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები, ხალხური რეწვის ნიმუშები.
სპეციალურად ბაირამისთვის მომზადებული ტკბილეული და ნობათი. ნოვრუზ ბაირამს ანუ გაზაფხულის ბუნიობას საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.
ნოვრუზი სპარსული სიტყვაა ახალ დღეს ნიშნავს. ამიტომაც ამ დღეს ახალ წელთან, სიცოცხლის საწყისთან აიგივებენ. დღის ბოლოს სპეციალურად მარნეულის ცენტრში მოწყობილ სცენაზე ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება.