მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის სამეულშია
მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის სამეულშია

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა.

ქართველმა კონკურსანტმა 161 ქულა დააგროვა. ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა (203 ქულით), ხოლო მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი (180 ქულით) გავიდა.

პოლონეთმა და სომხეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს.

ქართველი კონკურსანტი მერვე ნომრად გამოვიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა.

კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.