მარიამ ბიგვავას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე [ვიდეო]

საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მერვე ნომრად გამოვიდა.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა – I Believe/მჯერა შეასრულა.

ერევანში, რიგით მეოცე საბავშვო ევროვიზიაში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა 9 დეკემბერს 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება. საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.

ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს.