მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - მოვუწოდე აზერბაიჯანს, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, მხოლოდ უპირობო დიალოგს შეუძლია გრძელვადიან მშვიდობამდე მიყვანა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას მან შეშფოთება გამოთქვა ყარაბაღის რეგიონში სამხედრო ესკალაციის გამო.
„ვწუხვარ, რომ უდანაშაულო, დაუცველმა მშვიდობიანი მოქალაქეებმა, რომლებიც ისედაც განიცდიან მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს რეგიონში, კიდევ ერთხელ დიდი დოზებით იწვნიეს საკუთარ თავზე ომის სისასტიკე. ამის მოთმენა შეუძლებელია. მე მოვუწოდე აზერბაიჯანს, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“, – ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.
ამასთან, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა აღნიშნა, რომ საჭიროა იარაღის დაყრა და დიალოგის პროცესის დაწყება.
„მხოლოდ სერიოზულ, უპირობო დიალოგს ყველა მხარის მონაწილეობით, შეუძლია გრძელვადიან მშვიდობამდე მიყვანა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ევროპის საბჭო კვლავ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს და დაეხმაროს ამ პროცესს, რათა დაცული იყოს ადამიანის ყველა უფლებები, მათ შორის ეროვნული უმცირესობების უფლებები“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.