დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობო კონტინგენტის გასვლა დაიწყო

16:56, 17.04.2024

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყარაბაღიდან რუსი სამხედროების გასვლას ადასტურებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობო კონტინგენტის გასვლა დაიწყო.

„დიახ, ეს მართალია“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, როგორ გადის რუსული სამხედრო ტექნიკა ყარაბაღიდან.

რუსეთის სამშვიდობო მისია განლაგებულია მთიან ყარაბაღში და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კონტინგენტში შედის 1960 სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა.

მსგავსი