ყარაბაღის ქალაქ აღდამში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის საქმიანობა შეჩერდება
ყარაბაღის ქალაქ აღდამში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის საქმიანობა შეჩერდება

ყარაბაღის ქალაქ აღდამში თურქეთ-რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის საქმიანობა შეჩერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მონიტორინგის ცენტრის საქმიანობა, რომელიც 2021 წლის 30 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაკვირვების მიზნით შეიქმნა, სრულდება.

აღსანიშნავია, რომ 17 აპრილს ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის შესახებ გახდა ცნობილი.