მანჩესტერში არალეგალურ საცეკვაო წვეულებაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა
მანჩესტერში არალეგალურ საცეკვაო წვეულებაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა

მანჩესტერში არალეგალურ საცეკვაო წვეულებაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ინციდენტი ე.წ. კარანტინის დისკოთეკაზე მოხდა, რომელსაც 6000 ადამიანი დაესწრო.

ქარინგტონის პარკში გამართულ შეკრებაზე ერთი მამაკაცი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. რამდენიმე დაჭრეს, ხოლო 18 წლის ქალი გააუპატიურეს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ არალეგალურ საცეკვაო შეკრებები „ტრაგიკულად დასრულდა“.

სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ე.წ. კარანტინის დისკოთეკა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევაა. პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების დაშლის მცდელობა პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

მანჩესტერის მერიის, ღამის ეკონომიკის საკითხების მრჩეველმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ესწრება არალეგალურ შეკრებებს, საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს და მათ ახლობლებს.