პსჟ-მანჩესტერის მატჩის დელეგატი ქართველი იყო
პსჟ-მანჩესტერის მატჩის დელეგატი ქართველი იყო

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩები დაიწყო – პირველი დღის გამორჩეული მატჩის დირექტორი კი ქართველი გახლდათ.

პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა. მატჩის დელეგატად უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე მიავლინა.

სფფ-ის ახალგაზრდა წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ მატჩებზე არაერთხელ მიუვლენიათ.

ირაკლი ნაკაიძემ დელეგატის რანგში, ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონზე „ბარსელონა“-„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეოთხედფინალურ მატჩზე იმუშავა. ეს 2019 წლის აპრილში, „კამპ ნოუზე“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე მოხდა.

დატოვე კომენტარი