ერიკ ტენ ჰაგს „მანჩესტერში“ „აიაქსიდან“ ბრაიან ბრობის გადმოყვანა სურს #1TVSPORT
ერიკ ტენ ჰაგს „მანჩესტერში“ „აიაქსიდან“ ბრაიან ბრობის გადმოყვანა სურს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სატრანსფერო სამიზნე „აიაქსის“ ფორვარდი ბრაიან ბრობია. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერს“ ბრობის შეძენა 2023 წელსაც სურდა, მაგრამ „აიაქსთან“ შეთანხმება ვერ შედგა.

ტენ ჰაგი ბრობის „აიაქსის“ მწვრთნელობის პერიოდიდან იცნობს და ახალგაზრდულიდან „აიაქსის“ მთავარ გუნდში ფეხბურთელი სწორედ მან გადმოიყვანა.

მიმდინარე სეზონში ბრიან ბრობიმ „აიაქსის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

21 წლის ფეხბურთელს Transfermarkt-ი 15 მილიონ ევროდ აფასებს.