ტენ ჰაგი - „მანჩესტერში“ გადმოსვლა ჩემთვის სარისკო იყო, მაგრამ მიყვარს ეს გუნდი #1TVSPORT
ტენ ჰაგი - „მანჩესტერში“ გადმოსვლა ჩემთვის სარისკო იყო, მაგრამ მიყვარს ეს გუნდი #1TVSPORT

გუშინ, 26 თებერვალს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.

მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აიაქსიდან“ „იუნაიტედში“ გადასვლა მისთვის სარისკო ნაბიჯი იყო.

„დიახ, „აიაქსიდან“ წამოსვლა რისკიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ მიყვარს ეს გუნდი, მიყვარს მანჩესტერელი გულშემატკივრები, „ოლდ ტრაფორდის“ განუმეორებელი ატმოსფერო და მემკვიდრეობა, რომელიც ალექს ფერგიუსონმა დატოვა. ამ გუნდში უდიდესი ფეხბურთელები აღიზარდნენ.

„მანჩესტერი“ არის გუნდი, რომელსაც ისტორიის დაწერა და მემკვიდრეობის დატოვება სურს. როცა გავიგე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მიწვევდნენ, მივხვდი, რომ ეს ჩემი კლუბია“, – განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.