ერიკ ტენ ჰაგი - „ბარსელონას“ წინააღმდეგ სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ #1TVSPORT
ერიკ ტენ ჰაგი - „ბარსელონას“ წინააღმდეგ სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ევროპის ლიგის 1/16 ფინალში „ბარსელონასთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ ახლა ევროპის ლიგის მატჩზე უნდა ვფოკუსირდეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამაღლებული განწყობა შევინარჩუნოთ და შევძლოთ, რომ მოედანზე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. როცა  ისეთ დიდ გუნდებთან გიწევს დაპირისპირება, როგორიც „ბარსელონაა“, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შანსი არ გექნება. დიახ, ჩვენ გვსურს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ამისთვის სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ. ჩვენ ამის გვწამს, რაც დიდ ენერგიას გვაძლევს“, – განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველი შეხვედრაში „მანჩესტერს“ „ბარსელონამ“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.