Manchester United-ი ტაილანდში გადარჩენილ ბავშვებს „ოლდ ტრაფორდზე“ ეპატიჟება
საფეხბურთო კლუბი Manchester United-ი ტაილანდში გადარჩენილ ბავშვებს „ოლდ ტრაფორდზე“ ეპატიჟება. ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვები Manchester United-ის გულშემატკივრები არიან.
საფეხბურთო კლუბმა Manchester United-მა ბავშვებს გადარჩენა სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.
ამ დროისთვის, ყველა ბავშვი ამოყვანილია. ამასთან, მღვიმიდან გამოყვანილია მათი მწვრთნელიც. 11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.