მანანა თოდაძეს 27 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან
27 აპრილს ქართველ მომღერალს, მანანა თოდაძეს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ სახელობით ვარსკვლავს გაუხსნიან.
თბილისის საკონცერტო დარბაზი მუსიკოსის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს, სადაც მომღერლის თქმით, თავის ყველა ცნობილ ჰიტს შეასრულებს.
საესტრადო და ჯაზური სტილის მომღერალი წლების განმავლობაში იყო ანსამბლ „ივერიას“ წევრი, არის საერთაშორისი კონკურსების ლაურეატი.