14 აპრილს ფილარმონიასთან ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნება

22:05, 12.04.2019

თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

ფოლკლორის ცენტრში აცხადებენ, რომ ლელა თათარაიძემ – მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა – შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ეთერ თათარაიძემ, ეთერომ ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა.

ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობენ: მეუფე ზენონი, ანსამბლები – „ბასიანი“, „კესანე“, „კელაპტარი“, „ურმული“, „ლომისი“, „თაობა“, ხალხური მელექსენი, ასევე იქნებიან განსაკუთრებული სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ და სხვები.

დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიითა და სხვა პრემიებითა და ჯილდოებით.

მსგავსი