მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო დღე მთავრობის ადმინისტრაციაში [ვიდეო]
მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი პრემიერი ადმინისტრაციაში სამოქალაქო შესასვლელით შევიდა.
პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი მთავრობის წევრების დანიშვნას.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება მცირე მთავრობის კონცეფცია. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.