მამუკა ბახტაძე - ვულოცავ Input Output-ს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების ისტორიული მნიშვნელობის უმსხვილეს გარიგებას, იმედი მაქვს, შემდეგი საქართველო იქნება
ვულოცავ ამერიკული კვლევებისა და ინოვაციების კომპანია Input Output-ს და ჩემს კარგ მეგობარ ჩარლზ ჰოსკინსონს ეთიოპიის განათლების სამინისტროსთან სამთავრობო დონის შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, აღნიშნული შეთანხმება მსოფლიოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების ისტორიული მნიშვნელობის უმსხვილეს გარიგებას წარმოადგენს.
„ვულოცავ ამერიკული კვლევებისა და ინოვაციების კომპანია Input Output-ს და ჩემს კარგ მეგობარ ჩარლზ ჰოსკინსონს ეთიოპიის განათლების სამინისტროსთან სამთავრობო დონის შეთანხმების მიღწევას, რაც მსოფლიოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების ისტორიული მნიშვნელობის უმსხვილეს გარიგებას წარმოადგენს“, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.
როგორც მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, მისი პრემიერობის პერიოდში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ამერიკული კვლევებისა და ინოვაციების კომპანია Input Output-სა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს. მამუკა ბახტაძე იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგი საქართველო იქნება.
„ჩემი პრემიერობის პერიოდში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ამერიკული კვლევებისა და ინოვაციების კომპანია Input Output-სა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც მალე მოიტანს ხელშესახებ შედეგებს და იმედი მაქვს, რომ შემდეგი საქართველო იქნება!“ – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.