მამუკა ბახტაძე - უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა, სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა და სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას.
სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა.