მამუკა ბახტაძე - ტყიბულში ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი დროულად უნდა გაირკვეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ტყიბულში, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
მისი თქმით, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები დროულად უნდა გაირკვეს.
„მსურს სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს. უზარმაზარი ტრაგედია მოხდა ტყიბულში და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი დროულად უნდა გაირკვეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.