მამუკა ბახტაძე - თუ მეკითხებით, რატომ გაქურდეს მინისტრის სახლი, გიპასუხებთ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში პრივილეგირებული პიროვნებები არ არიან, ასეთი რამ ყველგან შეიძლება, მოხდეს
ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს გიორგი ქობულიას ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
კითხვაზე, რატომ მალავდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდობის ფაქტზე ინფორმაციას, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყო და ინფორმაცია საჯაროა.
„რაც შეეხება ბინის გაქურდვას, თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო. თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რამ ყველგან შეიძლება, მოხდეს“, – განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი.