მამუკა ბახტაძე - თუ ციფრული სექტორი არ იქნება წარმატებული ეს ნიშნავს, რომ 21-საუკუნეში საქართველო არ იქნება წარმატებული
21-ე საუკუნეში, სადაც მსოფლიო ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ციფრული ეკონომიკა, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ეს სექტორი საქართველოში არ იქნება წარმატებული. თუ ციფრული სექტორი საქართველოში არ იქნება წარმატებული ეს ნიშნავს იმას, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო არ იქნება წარმატებული ასეთი – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს.
მისი განცხადებით, იგი ხვდება ბევრ ადამიანს, რომელთაც ტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით კონკურენტული იდეები აქვთ.
„მეტიც, ბევრი ქართველი არის წარმატებული, წასულია საზღვარგარეთ და ჩართულია ამ სექტორში. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ახალი სამართლიანი თამაშის პირობებში, ბევრი ახალგაზრდა სტარტაპერი შეძლებს საქართველოში წარმატებული ბიზნესის ორგანიზებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.