მამუკა ბახტაძე - სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ორგანიზატორებს, დაუყოვნებლივ გააკეთონ განმარტებები
უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
პრემიერი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიათან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!
ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!
სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.