მამუკა ბახტაძე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, რაც არის და მომავალშიც ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი
ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართვლოში გვქონდეს მაღალი დონის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება, რაც არის და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაში იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს, ვთქვა ყველაზე მთავარი – ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.