მამუკა ბახტაძე – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, რაც არის და მომავალშიც ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი

20:56, 21.08.2019

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართვლოში გვქონდეს მაღალი დონის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება, რაც არის და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაში იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს, ვთქვა ყველაზე მთავარი – ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი