მამუკა ბახტაძე მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზანის დასრულებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზანის დასრულებას ულოცავს.
„საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამაზანის დასრულებას. მინდა გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და სულიერი მხნეობა. თქვენ ჩვენი ქვეყნის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ, რომელთან ერთადაც ვაშენებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ ძლიერ სახელმწიფოს“, – აღნიშნულია მამუკა ბახტაძის მილოცვაში.